გაკვეთილის გეგმა



მასწავლებელი: ლელა შენგელია
საგანი:  ქართული  ენა - ლიტერატურა
კლასი:  III
თემა:  ერთი მანეთის სოვნა
45  წუთი
მოსწავლეთა  რაოდენობა  17 .                 სსმ მოსწავლე კლასში არ მყავს
  გაკვეთილის მიზანი
                       შეძლონ ლიტერატურული ტექსტის კითხვა,  ანალიზი და ლოგიკური  თანმიმდევრობით  თხრობა.                       
                      
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი  III.5 III 9 მისაღწევი შედეგი:
.მხატრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა
. მოსწავლე წერს და შესაბამისად აფორმებს სხვადასხვა მარტივ მიზნობრივ ტექსტებს.
                                     
წინარე  ცოდნა: მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ  ქართულ ხალხურ ზღაპრებზე ინფორმაცია. მთავარი პერსონაჟების დახასიათება , გამართული კითხვა , ზღაპრების გააზრება
                     
           
რესურსი:      სახელმძღვანელო,  დაფა,  ცარცი,  ილუსტრაცია  წიგნიდან.
აქტივობა 1. კლასის ორგანიზება,   3 წუთი
 აქტივობის მიზანი:  კლასის მობილიზება გაკვეთილისთვის.
აქტივობის აღწერა:  გაკვეთილის დაწყებამდე დაფაზე ვწერ გაკვეთილის თემას და მიზანს. გაკვეთილის დაწყების შემდეგ კლასის ორგანიზების მიზნით გავაკეთებ მოსწავლეთა აღრიცხვას.

აქტივობა 2. კითხვისათვის მზადება-გამოწვევა   15 წუთი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეების პროვოცირება და მზადება კითხვისთვის.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს შევახსენებ ანდაზებს, რომლებიც ტყუილის  
თქმას შეეხება (ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, ქურდს კუდი ეწვისო...)
მოსწავლეებს მივცემ რამოდენიმე წუთს შეადგინონ ამბავი ამ ანდაზის მიხედვით და გააცნოს კლასს.

აქტივობა N 3 .წუთშესვენება   2 წუთი

მიზანი : მოსწავლეთა განტვირთვა

აქტივობის აღწერა:   წუთშესვენებით შევასრულებთ მოსწავლეთათვის ამახალისებელ აქტივობას , კერძოდ სახალისო ვარჯიშებს.








აქტივობა  № 4.   ტექსტის ჩუმი კითხვა  და ანალიზი

15  წუთი;

 აქტივობის  მიზანი: წაკითხული ტექსტის აღქმა

აქტივობის  აღწერა: მოსწავლეები ჩუმად კითხულობენ ტექსტს ,ახასიათებენ  პერსონაჟებს ,იხსენებენ სათანადო ანდაზებს ,ტექსტის შესახებ გამოთქვამენ საკუთარ აზრს.
                     

          აქტივობა 5. ახალი ლექსიკური ერთეულების ახსნა.  5 წუთი
აქტივობის მიზანი:  გაუგებარი სიტყვების ახსნა.
აქტივობის აღწერა:  გარდა ,,სიტყვათა სალაროში“ ახსნილი ლექსიკური ერთეულებისა, მოსწავლეთათვის შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს სიტყვები, ვხსნი ამ  სიტყვებს:
      
ყურადღებას გავამახვილებ ფრაზეოლოგიზმებზე
‘’გაემგსავრა იქ,  სადანაც აღარ ბრუნდებიან’’ - გარდაიცვალა
„გული მოუკვდა“ - ძალიან ეწყინა
„გული მოუვიდა“ - გაბრაზდა
„გული მიეცა“ - გამხნევდა, გამაგრდა
აქტივობა 5.შეფასება და შეჯამება. 5 წუთი  კითხვა პასუხი .
აქტივობის მიზანი: რამდენად სწორად აღიქვეს მოსწავლეებმა ტექსტი.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს და ვიგებ რამდენად სწორად გაიგეს მოსწვლეებმა ეს ნაწარმოები.

მივცემ დავალებას აქტივობის რვეულიდან დავალება N3

გაძლევ განმვავითარებელ შეფასებას, ვაკეთებ ანალეტიკური შეფასების რუბრიკას.
-




ანალიტიკური  შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
          1. ლიტერატურული ტექსტის კითხვის
           უნარი

ვერ კითხულობს კარგად

ხარვეზებით კითხულობს ტექსტს
ხარვეზების
 გარეშე
კითხულობს
ტექსტს
2. ლიტერატურული პერსონაჟების მარტივი დახასიათების უნარი

  .
ვერ  ახასიათებს
 პერსონაჟებს

ხარვეზებით ახასიათებს პერსონაჟებს
ხარვეზების 
გარეშე
შეუძლია
 პერსონაჟების
დახასიათება







        


Comments

  1. მშვენივრად გაართვი თავი ამ დავალებას.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog